ღია სტუდია - უკრაინელი ხალხის სრული მხარდაჭერა - რას აჩვენებს NDI-ის კვლევა
რუსეთის ომმა უკრაინაში კვალი დაატყო საქართველოს მოქალაქეთა მიმართებებსა და განწყობას სხვადასხვა საკითხებისადმი ასეთ სურათს აჩვენებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა საქართველოში.
ილიაუნის პროფესორის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, უკრაინელებმა რუსეთთან ომში აჩვენეს, რომ ერმა თავისუფლება უწინარესად თავად უნდა დაიცვას, ხოლო ქართველ ხალხს ეს მოსწონს, რადგან გამოკითხულთა 98% მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და 87% – უკრაინის მთავრობას.
„გამოკითხულ მოქალაქეთა ნახევარზე საგრძნობლად მეტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჩვენკენ მომართული აგრესიის შემთხვევაში საქართველოს დღევანდელი მთავრობა სწორად მოიქცევა. არადა, ესაა მთავრობა, რომლის პროპაგანდამ წლების წინ შეამცირა რუსეთის, როგორც საფრთხის განცდა საზოგადოებაში“ – აღნიშნავს ილიაუნის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიაუნის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: