სოციალური ღია სტუდია - როდის გაიაფდება მედიკამენტები
სოციალური ღია სტუდია - როდის გაიაფდება მედიკამენტები

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი ყოველთვის გახსნილი იყო, მაგრამ ახლა უკვე ის წამლებიც შეუფერხებლად და დიდი რაოდენობით შემოვა, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ფორმა 100-ის გარეშე ვერ იძენდნენ თურქეთში.

მისი თქმით, მედიკამენტებს ის დისტრიბუტორებიც შემოიტანენ, რომლებსაც აქამდე შემოჰქონდათ, თუმცა ახალი რეგულაცია ბევრ სხვა დისტრიბუტორს გაუხსნის შესაძლებლობას, შემოიტანოს მედიკამენტები თურქეთიდან.

მარგველაშვილის, თქმით, მედიკამენტების გაიაფებამ არ უნდა გამოიწვიოს უხარისხო წამლების შემოტანა და ეს რომ ასე არ მოხდეს, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ხარისხის კონტროლის მექანიზმები.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: