ღია სტუდია - საქართველოში ომიკრონის პიკს თებერვლის ბოლოსკენ ელიან
- ევროპა ომიკრონით დაავადების რეკორდებს ხსნის. რეკორდული რაოდენობის ინფიცირებულია საქართველოშიც, სადაც ომიკრონის პიკს თებერვლის შუა რიცხვებში ელიან. ინფექციონისტი გიორგი გოგინავა ამბობს, რომ გაუმართლებელია საზოგადოებაში არსებული მოსაზრება, რომ ომიკრონი სუსტი შტამია და ჩვეულებრივი გრიპის ხასიათი აქვს. „ კრიტიკული ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ომიკრონი შესაძლოა, ისეთივე მძიმე ფორმით წარიმართოს, როგორც დელტა. შესაბამისად, საუბარი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, არასერიოზულია“ – ამბობს ის და ამატებს, რომ ტალღის პიკში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება დაავადებულთა ისე მართვა, რომ სამედიცინო დახმარება მიიღონ მათ, ვისი სიცოცხლეც, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ სამწუხაროდ, კვლავ ძალიან დაბალია როგორც ორსულთა, ისე მოზარდთა ვაქცინაცია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
სტუმარი: ალექსანდე გოგინავა, ინფექციონისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: