ღია სტუდია - რა მოხდა ყაზახეთში
ღია სტუდია - რა მოხდა ყაზახეთში

11 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისია დასრულდა და რუსი სამხედროები 13 იანვრიდან დატოვებენ ყაზახეთს.

ყაზახეთის პრეზიდენტის თოყაევის განცხადებით, გასვლისთვის 10 დღე საკმარისი იქნება. რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის აზრით, რუსი სამხედროები არ გავლენ ყაზახეთიდან, სანამ რუსეთი არ მიიღებს გარკვეულ „მოგებას“ თოყაევის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის.

მკვლევარის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები დაწინაურდებიან ყაზახეთის ძალოვანი მინისტრების თანამდებობებზე.

გამორიცხული არ არის, რუსულ ენას ყაზახეთში კვლავ მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი და ყაზახეთი პოლიტიკური კუთხით უფრო პრორუსული გახდეს – მაგალითად, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში აღიაროს. „ფაქტია, რუსეთის პოზიციები ცენტრალურ აზიაში გაძლიერდა“ – თვლის ზურაბ ბატიაშვილი, რომლის აზრითაც, ავტორიტარული ხელისუფლებების დასასრული კარგად ჩანს ყაზახეთის მოვლენებში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: