ღია სტუდია - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული მომავალი
- 17 ივნისს ევროკომისია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დასკვნას გამოაცხადებს. უკვე 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს 27 წევრი სახელმწიფოს პირველი პირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ ხედავენ ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ მომავალს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარის შორენა ლორთქიფანიძის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპული არჩევანი ბუნებრივი მოცემულობაა და მის მისაღწევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „ თუმცა, ბუნებრივია, თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და მთავრობა, რომელმაც ცუდად იმუშავა, უნდა გადადგეს“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის არ ელის, რომ ამას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვეს. „ პროტესტი საყოველთაო ხასიათის არ იქნება. საქართველოს მოქალაქეების არ ენდობიან არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას“ -ამბობს ის.
სტუმრები: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი; ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: