ღია სტუდია - საქართველოს სკოლებში მოსწავლეებს სოციალურ-ემოციურ უნარებს განუვითარებენ
- მალე ორი წელი შესრულდება, რაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დისტანციური სწავლების პრაქტიკასაც მისდევს. დისტანციურ სწავლებაზე დაკვირვებამ დაადასტურა რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი პრობლემა, რომელთა გადაჭრა იქცა არა მხოლოდ განათლების სისტემის ამოცანად. მაგალითად, ორგანიზაცია „ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო“, ჩეხ კოლეგებთან ერთად, აშშ საელჩოს და თიბისის ხელშეწყობით, ქართულ სკოლებში იწყებენ პროექტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, განუვითაროს ბავშვებს სოციალური და ემოციური უნარები. რა ვითარებაა ამ მხრივ სკოლებში, რა საჭიროებები ექმნებათ ბავშვებსა და პედაგოგებს სკოლებში, რა პრობლემები დაამძიმა პანდემიამ – სწორედ ამას ეხება დღევანდელი ღია სტუდია.
რესპონდენტები: თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; თემურ სუყაშვილი, მასწავლებელი, ტრენერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: