ქვეყნის მასშტაბით 70 სოციალური მომსახურების სააგენტოა გახსნილი სადაც 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალური განაცხადი დაწერონ და გამოეთიშონ დაგროვებით საპენსიო სისტემას.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მათ მიერ დაზოგილი თანხა პირადი ვებ-გვერდის საშუალებით აკონტროლონ.
გამონაკლის შემთხვევებში მოქალაქეებს შეუძლიათ სისტემაში მათ მიერ დაგროვებული თანხა, საპენსიო ასაკის დადგომისთანავე, არა ნაწილ-ნაწილ, არამედ ერთჯერადად მოითხოვონ.
სტუმარი: საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – მაგდა კოტრიკაძე.