ღია სტუდია - ვითარება პანკისის ხეობაში
ღია სტუდია - ვითარება პანკისის ხეობაში

„არა ჰესებს“ – ვინც ამ ლოზუნგით გამოდის, ის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ინვესტორებმა, რეგიონის ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან, ვიდრე ჰესის მშენებლობა დაიწყებოდა. ხეობის მცხოვრებლები მიესალმებოდნენ ამ ჰესის მშენებლობას, მაგრამ სავარაუდოდ გარედან მოხდა გარკვეული ჩარევა და ამან დაძაბა ვითარება. 50 მდე ადამიანი დაშავდა გუშინდელი ინცინდენტის დროს და მოხვდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. ამჟამად უმეტესობა უკვე გაწერილია სამკურნალო დაწესებულებიდან.

სტუმარი: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.