ღია სტუდია - ტროლების ფაბრიკა საქართველოში
ღია სტუდია - ტროლების ფაბრიკა საქართველოში

ძველ გერმანელებსა და სკანდინავიელებს სწამდათ, რომ ეს გოლიათები მთებში ცხოვრობდნენ, განძს დარაჯობდნენ, უზარმაზარი ძალა ჰქონდათ, თუმცა სულელები იყვნენ. დღეს მათ სახელს უწოდებენ არარსებულ ცრუმაგიერ პირებს, რომლებიც ნამდვილ ვინაობას მალავენ და გამოგონილი სახელებით ჩნდებიან ინტერნეტში ფეისბუქში თუ ნებისმიერ სხვა ქსელში და პლატფორმაზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ, მედიის განვითარების ფონდმა გამოიკვლია ტროლები და დღევანდელ გადაცემაში, ფონდის მკვლევრის, სოფიო გელავასგან შევიტყობთ, უპირატესად რას საქმიანობენ ისინი, როგორ შეიძლება ტროლის ამოცნობა, რა მოსდით მათ მხილებისას, რა გავლენა აქვთ, ვისთვის რა სარგებლობა და ზიანი მოაქვთ ტროლებს.