ღია სტუდია - შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი
ღია სტუდია - შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი

თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარი ტრაგედიის გამო შრომის უსაფრთხოების ინსპექტორთა დაშვებას ხელი შეუშალა სამუშაოთა მწარმოებელმა ორგანიზაციამ, რის გამო, ის 7 ათასი ლარით დაჯარიმდა. შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს არ აქვს უფლება შეამოწმოს ყველა საწარმო, თუ სამშენებლო ობიექტი. ზოგ ობიექტზე შესასვლელად ინსპექციამ სასამართლოსგან უნდა მიიღოს სათანადო ნებართვა, მაგრამ ეს ვითარება სექტემბრიდან კარდინალურად შეიცვლება. უკვე პირველი სექტემბრიდან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებს ნებისმიერ ობიექტზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ ინსპექტირების განხორციელება.

სტუმარი: შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.