ღია სტუდია - რას შეცვლის რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება I 22.09.2022
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივმა მობილიზაციის გამოცხადებამ გაზარდა რუსეთის მოქალაქეების რიგები იმ ქვეყნების საზღვრებთან, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ. რიგებია ლარსშიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარის შოთა კაკაბაძის აზრით, საქართველომ ქვეყანაში შესვლის ნება უნდა დართოს ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და წლების წინ გადავიდნენ საცხოვრებლად რუსეთში. მისივე აზრით, საზღვარზე აუცილებელია რუსეთის მოქალაქეების ფილტრაცია, რომ საქართველოში საფრთხის შემქმნელი პირები არ აღმოჩდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: