ღია სტუდია - რამდენად შესძლებს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთად მუშაობას
ღია სტუდია - რამდენად შესძლებს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთად მუშაობას

თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ ღიად და გასაგებად განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები აუცილებლად შესასრულებელია და რომ პროცესში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ჩართული.

პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის იმ უმცირესობას ეკუთვნის, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უმრავლესობის მიერ მომზადებული გეგმის რეალიზაციაში მონაწილეობს.

„გასაგებია, რომ ამ რეკომენდაციებს შორის არის საკითხები, რომელთა მოგვარება პრობლემური არ იქნება. არის ისეთიც, რომელზეც „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ეცდება საკუთარი შეხედულების გატარებას – მაგალითად, სასამართლო რეფორმა. მაინც მგონია, რომ ამ ჯგუფებში მონაწილეობა ღირს, რადგან წინააღმდეგობის გაწევაც შესაძლებელი იქნება – ბოლო ბოლო, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი ევროკომისიაა“ – ამბობს ის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: