ღია სტუდია - რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება 12 რეკომენდაციის შესრულების შესაძლებლობა
დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გადაწყვეტს, რამდენად წარმატებულად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომენდაცია.
„ლიბერალური აკადემია-თბილისის“ დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში ამბობს, რომ პლატორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
ლაშა ტუღუში სამწუხაროს უწოდებს მმართველი პარტიის მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ წინაპირობების წამოყენებას, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაფერხა.
„ასეთი ხისტი პოლიტიკა ევროპული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი არ არის,“ – ამბობს ლაშა ტუღუში.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკურ პარტიებს ნამდვილად უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ისინი აუცილებლად იზრუნებენ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: