ღია სტუდია - რამაზ გერლიანი: ეკონომიკის ზრდა არ აისახა ცხოვრების დონეზე I 27.12.2022
ეკონომიკის დოქტორის რამაზ გერლიანის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ოღონდ ეს ზრდა არ არის ინკლუზიური; ანუ ზრდა არ ეტყობა მოქალაქეთა ცხოვრების დონეს, ისევე როგორც არ არის ინკლუზიური შემოსული ინვესტიციები.
გერლიანი ამის მიზეზად ასახელებს ორნიშნა ინფლაციას. შედეგად კი გვაქვს კრედიტების გაძვირება, უმუშევრობა, ეს ეტყობა მრავალრიცხოვან ემიგრაციას, რომელიც ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით ტოვებს საქართველოს. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანამ ახლაღა მოიზიდა 2014 წელს შემოსულ ინვესტიციებზე მეტი ინვესტიცია. თუმცა, საინვესტიციო ნაკადებიც არაინკლუზიურია.
სტუმარი: რამაზ გერლიანი – ეკონომიკის დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: