ღია სტუდია - ოპოზიციური ერთობა და პოლიტიკური იდეების სიმწირე I 20.07.2023
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის მამუკა გამყრელიძის აზრით, ტრადიციული პოლიტიკური იდეოლოგიები მოირღვა. პოლიტიკური გაერთიანებების მთავარი მიზანი უნდა იყოს სინერგია, რაც პოლიტიკურ ძალთა მოკავშირეობის შედეგად მათი მოქმედების ეფექტისა და გავლენის გაზრდას ნიშნავს. გამყრელიძის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას ეს ჯერ არ გამოსდის.
მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს წნეხი მოეხსნა და ამით კმაყოფილია, მსხვილი ბიზნესი კი თავს კომფორტულად გრძნობს ხელისუფლების კონტროლქვეშ. ასეთ პირობებში ოპოზიციურ პარტიებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.
სტუმარი: მამუკა გამყრელიძე, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: