- როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოზე ამ ეტაპზე ვერავინ პროგნოზირებს, როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ამავე დროს, ნელნელა ნათელი ხდება, რომ მე-20 საუკუნეში შექმნილი უსაფრთხოების სისტემები დღეს არ მუშაობს. „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების არალოგიკურობის მაგალითად გაეროს უშიშროების საბჭოს ასახელებს, რომლის 2 სრულიად არადემოკრატიულ წევრს ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია. „საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული მოსაზრება, რომ პუტინი ადეკვატური პოლიტიკოსია, დაინგრა – აღმოჩნდა, რომ პუტინი მე-19 საუკუნის პოლიტიკას აწარმოებს“ – ამბობს გიორგი კობერიძე. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. „ საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსეთი მხოლოდ ძალის წინაშე იხევს უკან“ – ამბობს ის.
სტუმარი: გიორგი კობერიძე, „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: