ღია სტუდია - ნიკო კახეთელიძე - სეისმური უსაფრთხოება მრავალ ინსტიტუტზეა დამოკიდებული I 09.02.2023
ღია სტუდია - ნიკო კახეთელიძე - სეისმური უსაფრთხოება მრავალ ინსტიტუტზეა დამოკიდებული I 09.02.2023

თურქეთში და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სულ უფრო ხშირად გამოითქმის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია ასეთი დიდი მსხვერპლი. ერთ-ერთი ვარაუდით, მიზეზი, შესაძლოა, თურქეთში მშენებლობისას დაშვებული შეცდომები იყოს.

ურბანისტი, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე ამბობს, რომ თურქები კარგ მშენებლებად ითვლებიან და ნაადრევია, შენობების ნგრევის მიზეზად მშენებელთა შეცდომების დასახელება. მისივე თქმით, შენობის უსართხოებას მხოლოდ სამშენებლო სტანდარტების დაცვა არ იწვევს.

„საქართველოში გვქონდა ძალიან ძლიერი გეოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც აღარ არსებობს. უნდა არსებობდეს ძლიერი ზედამხედველობა. ლიცენზირების ინსტიტუტი უნდა იყოს რეალური. მხოლოდ ერთობლიობაშია შესაძლებელი საუბარი შენობების უსართხოებაზე“, – ამბობს ნიკო კახეთელიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: