ღია სტუდია - მოქალაქის როლი პოლიტიკურ პროცესებში I 01.11.2022
ღია სტუდია - მოქალაქის როლი პოლიტიკურ პროცესებში I 01.11.2022

სოციალური კვლევების მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა პოლიტიკური სპექტრით, როგორც ხელისუფლებით, ასევე ოპოზიციით. ამ უკმაყოფილების ფონზე საზოგადოების ეს ნაწილი პოლიტიკურად და სოციალურად პასიურია.

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის აზრით, პოლიტიკოსები საქმიანობის შედეგის მიუხედავად, მაინც რჩებიან ასპარეზზე, შიდაპარტიული დემოკრატია არ არსებობს და მოქალაქე არ არის ჩართული მისთვის საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაციის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში.

სტუმრის აზრით, თავისი როლი აქვს ხელისუფლების პროპაგანდას, „წარსულის კონტროლის“ მეშვეობით მართვას. ბიბილაშვილის თქმით, პოლიტიკურ პროცესს გამოაცოცხლებს მოქალაქის ჩართულობა, მოქალაქის თუნდაც მცირე, მაგრამ რეალური გავლენა პროცესზე.

სტუმარი: ზაზა ბიბილაშვილი – „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: