ღია სტუდია - მარტივი წესები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის I 27.07.2023
ღია სტუდია - მარტივი წესები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის I 27.07.2023

ზაფხულია და საქართველოში, ტრადიციულად, ძალიან ცხელა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართლოს ცნობით, აგვისტოს ცალკეულ დღეებში საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 39-40 გრადუსს მიაღწიოს. რაც შეეხება წვიმიან ამინდებს – ივნისთან და ივლისთან შედარებით, წვიმა ნაკლები იქნება.

ოჯახის ექიმი ნანა ბიბილური რამდენიმე წესს გვახსენებს, რომლებიც ზაფხულის ცხელი დღეების გადატანაში დაგვეხმარება: „მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მზეს, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნაკლებად მივიღოთ რძის პროდუქტი, ხშირად ვიბანოთ ხელი და მივიღოთ გრილი შხაპი“, – აცხადებს ექიმი.

ნანა ბიბილური კიდევ ერთ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც ზაფხულთანა არის ასოცირებული: „ტყიდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად ჩაიტარეთ შემოწმება, რომ შემთხვევით ტკიპა არ გქონდეთ კანზე. თუ აღმოაჩენთ ტკიპას – წაუსვით ზეთი და აუცილებლად მიმართეთ ექიმს“, – აცხადებს ნანა ბიბილური.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: