4 ივნისს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხი განიხილეს.
მოსმენაზე, რომელსაც „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ეწოდებოდა, ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ და ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე.
„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარაუდობს, რომ თავდაპირველად აშშ კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალურ სანქციებს დააწესებს.
„იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება“ დარჩება, სანქციების ქვეშ უკვე მთელი ქვეყანა აღმოჩნდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: