ღია სტუდია - ივანიშვილის მორიგი გზავნილები საზოგადოებას და პარტიას / ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების პირველი და სამომავლო ნაბიჯები
„ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუები საზოგადოებისთვის არის წყარო, გაიგოს როგორ აფასებს ქვეყნის მომავალზე პაუხისმგებელი ადამიანი შექმნილ ვითარებას; იგი, სხვა წინა ლიდერებისგან განსხვავებით, მოურიდებლად, გახსნილად და ღიად საუბრობს გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე. აფასებს შეცდომებს და საუბრობს მიზეზებზე“.
„მმართველ პარტიაში პასუხისმგებლობები გადანაწილებულია. ვფიქრობ, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია გვმართებს. დღეს საზოგადოება ხელისუფლებისგან გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე წინა ხელისუფლებებისგან; დემოკრატიული თვალსაზრისით და ადმიანის უფლებების დაცვის მხრივ ჩვენი ხელისუფლება ჩემპიონია. მაგრამ ხალხს გაცილებით მეტი სჭირდება. ჩვენ გუნდში შეცდომებს ვაანალიზებთ და კონკრეტული გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ“.
„უახლოეს მომავალში მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, რომელიც პენსიონერებს შეეხება. საბანკო ვალების განულებით კი მოქალაქეები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სტრესისგან გათავისუფლდებიან. ამავე დროს, ისინი მომავალში ეკონომიკურ აქტიურობასაც შეძლებენ. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სოციალურ საკითხზე მუშაობა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
„ვალების განულების გადაწყვეტილება იმ კომპლექსური პოლიტიკის ნაწილია, რასაც მთავრობა სამართლიანი თამაშის წესების დანერგვასთან დაკავშირებით ბოლო წლებში აქტიურად ახორციელებს. ამ ადამიანებს მომავალში ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საშუალება ექნება. პრაქტიკულად დაიფარება უიმედო სესხები და 100 მილიონ ლარამდე თანხა ფინანსურ სექტორში გადაინაცვლებს. ანუ ეს „ქართუს“ მიერ ფინანსურ სექტორში განხორციელებული დამატებითი ინვესტიცია იქნება, რომელიც ისეთ დაკრედიტებას მოხმარდება, რომელიც სამართლიან თამაშის წესებს დაექვემდებარება. ადექვატური საპროცენტო განაკვეთების პირობებში საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება და პრობლემები არც ერთ მხარეს არ შეექმნება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
„ყალბ პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა განცხადებები სახელმწიფოს იმიჯის შემლახავია. უსაფუძვლო განცხადებების მიუხედავად პროკურატურამ ძიება დაიწყო, რომელიც ტყუილს დაადასტურებს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.