ღია სტუდია - ირაკლი მჭედლიშვილი - უკრაინაში ომის შემობრუნებას გაზაფხულზე ელიან I 23.02.2023
ერთი წელი გავიდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. ერთწლიანმა ომმა დევნილად აქცია 13 მილიონი უკრაინელი, განადგურდა ქალაქები და სოფლები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი მჭედლიშვილი იხსნებს თავის ერთი წლის წინანდელ გრძნობებს.
„მეგონა, ომის ცხელი ეტაპი სწრაფად დასრულდებოდა და შემდეგ მოვლენები ავღანეთის სცენარით გაგრძელდებოდა, როცა ოკუპანტებს წინააღმდეგობას პარტიზანული ხერხებით უწევდნენ. თუმცა, უკრაინაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა“, – ამბობს ექსპერტი.
ირაკლი მჭედლიშვილს აეჭვებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მისივე თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გააქტიურებას და უკრაინელების დაწინაურებას გაზაფხულზე ელიან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: