ღია სტუდია - დევი ტაბიძე - რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს I 02.05.2023
10 წელი გავიდა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან, რომლის დახმარებითაც, ადამიანებს მკურნალობის საშუალება გაუჩნდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დევი ტაბიძის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფიქსირებულია პაციენტის უფლებების დაცვაზე. მისი თქმით, პარალელურად თუ არ იქნება გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის უფლებებიც, პაციენტის მკურნალობის ამოცანა ვერ შესრულდება.
დევი ტაბიძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებას, თუ როგორ განვითარდება რესპუბლიკური საავადმყოფო.
„იყო კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც ახლა გამოსწორდა. შესაბამისად, ველით ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას, როგორ წარმოუდგენია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება. ერთი მოთხოვნა უცვლელი რჩება – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ვთვლით, რომ საავადმყოფომ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს“, – ამბობს დევი ტაბიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: