სოციალური ღია სტუდია - რა კეთდება ენერგომომხმარებელთა უფლებების დასაცავად I 26.04.2023
20 წელი შესრულდა, რაც საქართველოში ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტი ფუნქციონირებს.
„ამ ხნის განმავლობაში ენერგომომხმარებელთა უფლებების დაცვის სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა“, – განაცხადა საქართველოს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
მისი თქმით, არა მხოლოდ ენერგომომხმარებელთა უფლებების კონკრეტული დარღვევების შემთხვევაში ვეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, არამედ პრევენციულ ღონისძიებებსაც მივმართავთ და აქტიურად გვაქვს დატვირთული უფასო ცხელი ხაზი (16 216), რომელზეც სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში საჭირო კონსულტაციას გავუწევთ ნებისმიერ მოქალაქეს.
სტუმარი: სალომე ვარდიაშვილი – საქართველოს ენერგოომბუდსმენი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
