ღია სტუდია - ირაკლი მჭედლიშვილი - წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი I 25.04.2023
ღია სტუდია - ირაკლი მჭედლიშვილი - წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი I 25.04.2023

საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრებს მართავენ და ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველო იმსახურებს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, ძალიან შეიცვალა და დაჩქარდა პროცესები.

„არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს სტატუსს, სრულიად საფუძვლიანია“, – ამბობს ის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: