ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - იმედია, საპარლამენტო ოპოზიციამ გაიაზრა პარლამენტში ბრძოლის შესაძლებლობა I 20.04.2023
ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - იმედია, საპარლამენტო ოპოზიციამ გაიაზრა პარლამენტში ბრძოლის შესაძლებლობა I 20.04.2023

გუშინ პარლამენტში მეორედ ვერ შედგა კენჭისყრა სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე – საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, არ არის კვორუმი და კენჭისყრა ვერ ტარდება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორის, თამარ ხიდაშელის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის პროცედურული საბოტაჟი ადასტურებს, რომ სასამართლო კლანს მფარველობს ხელისუფლება და უმრავლესობა დაინტერესებულია, კლანის წევრებს კომისიაზე მისვლით დისკომფორტი არ შეუქმნან.

„ყველა დაბარებული პირი ვალდებულა, მივიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და განმარტებები მისცეს. შესაბამისად, კლანის წევრებსაც მოუწევთ კომისიის წევრების წინაშე წარდგომა“, – ამბობს თამარ ხიდაშელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: