ღია სტუდია - დავით ბრაგვაძე - ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო ესკალაცია სავარაუდოდ აღარ იქნება I 21.09.2023
ღია სტუდია - დავით ბრაგვაძე - ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო ესკალაცია სავარაუდოდ აღარ იქნება I 21.09.2023

ყარაბაღში ელვის სისწრაფით განვითარებული მოვლენების შედეგი ასეთია – ბაქო აცხადებს, რომ აღადგინა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. ყარაბაღის შეიარაღებული ნაწილები განიარაღებას დათანხმდნენ. სომხური მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სომხური თემის წარმომადგენლებს შორის, სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების თემაზე.

ანალიტიკოსს დავით ბრაგაძეს აეჭვებს, რომ 30 წლიანი შეტაკებებისა და უნდობლობის შემდეგ, ყარაბაღის თემმა ყარაბაღში დარჩენა გადაწყვიტოს.

„მეორე მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ეცდება, ეროვნული უმცირესობების მიმართ ისეთი პოლიტიკა გაატაროს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდება. თუმცა, ყარაბაღის ავტონომიურობაზე ლაპარაკი დღის წესრიგიდან რომ მოიხსნა – ფაქტია“, – ამბობს დავით ბრაგაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: