პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებამ ერთბაშად წარმოშვა რამდენიმე მწვავე შეკითხვა საზოგადოებაში; შეკითხვების ნაწილი ეხებოდა პიროვნულად სალომე ზურაბიშვილს, ნაწილი კი – შეწყალების ისეთ წესსა თუ მექანიზმს, რომელიც სწორედ საზოგადოებას დაიცავს ციხიდან ადრე გამოშვებული მძიმე დამნაშავეებისაგან. როგორია სხვა ქვეყნების შეწყალების პრაქტიკები, საჭიროა თუ არა საგანგებო კანონმდებლობა ამ მხრივ, რას სჯობს, ეფუძნებოდეს დამნაშავის შეწყალება – ამ საკითხებს უტრიალებს „ღია სტუდია“ დღეს.
სტუმარი: გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.