ღია სტუდია - საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენცია თბილისში
ღია სტუდია - საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენცია თბილისში

„ახლა რა?“ – გასულ კვირაში, ამ სახელითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში წარიმართა კონფერენცია, რომელზეც, ბოლო წლებია, თავს იყრიან აშშ და ევროპის პოლიტიკოსები, დიპლომატები, მაღალი რანგის ყოფილი მოხელეები, პოლიტიკის მეცნიერები და ექსპერტები. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაისმა საქართველოს ნატოში შესვლის იდეა გარკვეული დათქმებით, რასაც ინციდენტიც კი მოჰყვა. თუმცა, პოლიტიკაში გამოცდილი ადამიანების ეს შეკრება საინტერესო იყო უწინარესად გლობალური და რეგიონული პოლიტიკური პროცესის გააზრებით, არსებული ვითარებისა და კონიუნქტურის წვდომითა და ანალიზით.
სტუმარი: გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.