ღია სტუდია - ახალი სატელევიზიო სეზონი საქართველოს პირველ არხზე
ღია სტუდია - ახალი სატელევიზიო სეზონი საქართველოს პირველ არხზე

ახალ სატელევიზიო სეზონს საზოგადოებრივი მაუწყებელი (როგორც ტელევიზია – საქართველოს პირველი არხი, ასევე საქართველოს რადიო) ძალიან ბევრი და საინტერესო ცვლილებით შეხვდა. საქართველოს პირველი არხის სტრატეგია ქართულ წარმოებაზე ფოკუსირებაა და შეიქმნა კიდეც რამდენიმე მაღალი ხარისხის ქართული, ორიგინალური სატელევიზიო პროდუქტი. უკვე არსებულ გადაცემებშიც ბევრი ახალი რუბრიკაა. ამავდროულად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ სწორ ღირებულებებზე ორიენტირებული უსაფრთხო მედიასივრცე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის მედია სტანდარტს.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე.

  

დატოვე კომენტარი