დაირღვა თუ არა კანონები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის მიმართ? ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველაზე თვალსაჩინო დარღვევა მისი იძულებითი მკურნალობა იყო. ადვოკატის აზრით, სრულ ცნობაზე მყოფი სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანეს საკუთარი ნების წინააღმდეგ და ამ პროცესში ამოიკითხება წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ნიშნები.
დღეს არსებობს სამედიცინო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ჩომახაშვილის აზრით, სამედიცინო დასკვნა არის არგუმენტი სასჯელის გადავადებისთვის.
ადვოკატის შეფასებით, პატიმრის მდგომარეობის გამო განხილვა, რაც შეიძლება, დროულად უნდა შედგეს და ინტენსიურად წარიმართოს.
სტუმარი: ირაკლი ჩომახაშვილი – სისხლის სამართლის ადვოკატი