სოციალური ღია სტუდია - იანვრიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება I 16.11.2022
სოციალური ღია სტუდია - იანვრიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება I 16.11.2022

„იანვრიდან, მედიკამენტები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასებზე ძვირად ვერ გაიყიდება“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

ახალი წესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დამრღვევს სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს: 5 ლარიდან – 50 000 ლარამდე.

ზღვრული ფასების დაწესება განხორციელდება ეტაპობრივად, რადგან ამ პროცესის მართვა საკმაოდ რთულია.

იანვრიდან ზღვრული ფასები დაწესდება რამდენიმე ათეულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე. პერიოდულად ასეთი მედიკამენტების დასახელებები და რაოდენობაც მეთოდურად გაფართოვდება.

სტუმარი: ილია ღუდუშაური – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: