„ჭარბვალიანობას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი სესხის გაცემის მარტივი პირობები იყო, რაც აქამდე მოქმედებდა. ეს პროცესი დროულად რომ გამკაცრებულიყო, მსგავსი მასშტაბის პრობლემა არ შეიქმნებოდა. ამ მხრივ, მთავრობის ახალი ინიციატივა გამართლებულია. სოციალური თვალსაზრისით ასევე პოზიტიურია მთავრობის ინიციატივა სოციალურად დაუცველთა მიმართაც, როდესაც მათ დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური შემწეობები აღარ მოეხსნებათ“.
„პრემიერის მიერ დღეს გაცხადებული ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება, რამდენადაც ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილების მისაღებად ბევრ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევა იყო აუცილებელი, რაც ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის გარეშე შეუძლებელია“.
„მომავალ წელს უკეთეს ეკონომიკურ ზრდას და ჭარბვალიანობის პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად მეტ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ველოდები. ამ თვალსაზრისით 2019 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წლები“.
„ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ვალების განულების ინიციატივის განხორციელებაში არ მონაწილეობს, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
სტუმარი: ოთარ ანგურიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.