აშშ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 17 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის. საქართველო მისი ევროპული ვიზიტის ბოლო ქვეყანაა, რის შემდეგაც ისრაელში მიემგზავრება. ღია სტუდიის სტუმარი, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის განვითარება იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად მოისურვებს საქართველო ამას; GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველომ კავკასიის რეგიონში თავისი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა განსაზღვროს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვითარების განვითარების სკეპტიკური სცენარიდან გამომდინარე; მესამე რესპონდენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ყურადღებას მიაპყრობს რუსეთის გაძლიერებას კავკასიაში და ვარაუდობს, რომ, აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა შეიძლება არ დასჯერდეს საქართველოსთან ურთიერთობის დღევანდელ მოდუსს.
სტუმრები: დავით სიხარულიძე – ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე შარაშენიძე – ჯიპას პროფესორი და გიორგი გობრონიძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.(სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: