ღია სტუდია - თენგიზ ფხალაძე: ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა
ღია სტუდია - თენგიზ ფხალაძე: ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა

სატელეფონო ჩართვა: თენგიზ ფხალაძე – „ჯიპა“-ს პროფესორი.

„ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა“ – განაცხადა ჯიპას ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გადაცემაში „ღია სტუდია“. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების კომენტირებისას. მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსეთის და არა მინსკის ჯგუფის ხელშეწყობით. პოლიტოლოგის აზრით, კონფლიქტების მოგვარებისას საერთაშორისო სტრუქტურები კონფლიქტის „გაყინვაზე“ არიან ორიენტირებულები, რაც საერთაშორისო ჯგუფების ეფექტურობას ამცირებს. თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ახრა ავიძბას განცხადებას, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილების აფხაზეთში ჩასასვლელად დერეფანი უნდა გაკეთდეს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს განცხადებებზე, რათა აფხაზეთში სომეხი მებრძოლების თავმოყრა არ მოხდეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: