ღია სტუდია - რა პერსპექტივა აქვთ მცირე პარტიებს 2020 წლის არჩევნებში
ღია სტუდია - რა პერსპექტივა აქვთ მცირე პარტიებს 2020 წლის არჩევნებში

„ის რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რა წესით ჩატარდეს არჩევნები საქართველოში და 120/30 ზე მოდელზე შეჯერდნენ, სტუმრის აზრით ძალიან კარგია და რომ საარჩევნო ბარიერი 1% იანი იქნება, ესეც დიდ შესაძლებლობებს აჩენს ე.წ. „მცირე პარტიებისთვის“. თუმცა, „თავისუფალი საქართველო“ თავს არ მიიჩნევს „მცირე პარტიად“ და რეგიონებშიც კარგად არიან წარმოდგენილი, არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვთ და სერიოზულად ემზადებიან 2020 – ის არჩევნებისთვის.“ სტუმრის აზრით პოლიტიკური პროცესი მთლად მშვიდი არ იქნება, მაგრამ უკვე მიღწეულმა შეთანხმებამ სტაბილური საარჩევნო ვითარება უნდა მოიტანოს.

სტუმარი: თენგიზ ომანიძე – პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: