ღია სტუდია - ერთი თვე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან
ღია სტუდია - ერთი თვე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან
  • ერთი თვე გავიდა უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე, კვლავ რთული სათქმელია, როდის და როგორ დასრულდება ეს სასტიკი ომი. ექსპერტი ირაკლი მელაშვილი თვლის, რომ ომის დაწყების მიზეზი პუტინის მიერ „დიდი რუსეთის აღდგენის“ იდეა იქცა, რომელიც რუსულ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული იყო წლების მანძილზე. ის თვლის, რომ, სამწუხაროდ, დასავლეთმა ადეკვატურად ვერ აღიქვა რუსეთის აგრესია 2008 და 2014 წელს, რამაც მიგვიყვანა ვითარებამდე, როცა რუსეთი მსოფლიოს ბირთვული ომით ემუქრება.
  • ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ეს ძალიან მტკივნეულად აისახება რუსეთის ირგვლივ მყოფ სახელმწიფოებზე და, მათ შორის, საქართველოზეც. მას აეჭვებს, რომ დღეს გამართულ ნატოს საგანგებო სხდომაზე ნატო მხარს დაუჭერს პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ინიციატივას, უკრაინაში ნატოს სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ.

სტუმრები: პოლიტოლოგები ირაკლი მელაშვილი და თორნიკე შარაშენიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: