აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ამერიკა შეძლებს, დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც, გაკეთდა ცოტა არ იყოს, რთულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაში.
თუმცა, აშშ-ის სენატში დემოკრატების უმრავლესობა, სავარაუდოდ, უფრო შეძლებს, გაიტანოს პრეზიდენტის ინიციატივა, მოთხოვნილი 106 მილიარდი დოლარიდან 60 მილიარდი უკრაინის დახმარებას მოხმარდეს, ხოლო 14 მილიარდი – ისრაელისას.
ამასობაში კი, რუსეთი და უკრაინა ურთიერთგამომფიტავ ომზე გადავიდნენ, რომელშიც რუსეთი უფრო მეტ და უფრო სწრაფად ჰკარგავს ომისათვის საჭირო რესურსებს.
სტუმარი: გიგა ჯოხაძე, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: