განაწყენებული არჩევანი თუ ნაციონალური მოძრაობის ნოსტალგია. რას მოუტანს ქვეყანას 28 ოქტომბერს ხელისუფლებისთვის ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტი. ვისი ელექტორატი გადაწონის განმეორებითი არჩევანის გაკეთებისას.
„არჩევნების შემდეგ ევროპული საქართველოს მხრიდან მეორე ტურში ვაშაძის მხარდაჭერა , ადასტურებს, რომ მათი გაყრა ფარსი იყო და ეს ორი ძალა რეალურად ერთი ძალაა, რომლის სათავეში სააკაშვილი დგას. ეს მხარდაჭერა ამ ეტაპზე ზურაბიშვილზე ვაშაძის უპირატესოაბას მანიშნებელია“ – ვაჟა ბერიძე
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ცხადჰყო , რომ მმართველი ძალა გაუცხოვებულია ხალხისთვის, ნაციონალური მოძრაობა კი მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის….საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ქვეყნის ბედი სწორედ იმ ნიჰილისტურად განწყობილმა 55 პროცენტმა უნდა გადაწყვიტოს, , რომელიც 28 ოქტომბერს არჩევნებზე არ მივიდა“ – ვაჟა ბერიძე
„ „ქართულ ოცნებას“ არანაირი რესურსი არ გააჩნია . ოცნებას ეშინია , „ნაციონალურმა მოძრაობამ „ ნელ-ნელა მეტი მხარდამჭერი არ მოიპოვოს და კვლავ აგრძელებს მისგან საფრთხის შექმნას. ძირეული რეფორმების გატარების საფუძველი ჯერჯერობით არ სჩანს. დადებითს ვარეფერს სთავაზობს საზოგადოებას და ცუდსა და უარესს შორის ცუდის მანტიის მოსხმას ცდილობს. ერთადერთ გამოსავალს დღეს ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყოს პრეზიდენტი და ხელისფლება მუდმივი შიშის რეჟიმში გადავიდეს“ – არჩილ გამზარდია
სტუმრები : ვაჟა ბერიძე – ანალიტიკოსი.
არჩილ გამზარდია-ანალიტიკოსი( სატელეფონო ჩართვა)