ღია სტუდია - აფხაზეთი დღეს
ღია სტუდია - აფხაზეთი დღეს

აფხაზეთი 1993 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე .
27 აგვისტო -სოხუმუს დაცემის დღე .

„აფხაზური მოსახლეობა შედარებით დაცულად გრძნობს თავს პირდაპირი აგრესიის თვალსაზრისით, რომ ქართული მხარე თავს ვეღარ დაესხმება. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური ფონი იქ ძალიან რთულია. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ვითარება, აფხაზებმა ჩვენთან ყოფნა აირჩიონ. აფხაზეთში რეგიონებში რთული ვითარებაა. რუსეთთან დაშორებულ რაიონებში უკიდურესად მძიმე სოციალური გარემოა. ჩვენ უნდა გავარკვიოთ , ხვალ ტერიტორიის დაბრუნება გვინდა თუ ეთნოსის. აფხაზების დაბრუნებაზე ახლავე უნდა ვიზრუნოთ. ტერიტორიის დაბრუნებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია“, – მამუკა არეშიძე.

„სამშვიდობო პოლიტიკისთვის მნიშნველოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. მთელი ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა ის, რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე “, – ლაშა დარსალია

„ჩვენ ვმუშაობთ ფრაგმენტულად, უნდა ვმუშაობდეთ კონსოლიდირებულად. ინიციატივების მთელი წყება უნდა შეიქმნას, რომელიც სახელმწიფო მინისტრზე მაღალ დონეზე მდგომმა უწყებამ უნდა განახორციელოს. ის რასაც ვაკეთებთ, არის ფრაგმენტი, ჩვენ გვჭირდება დაზეთილი მანქანა “, – მამუკა არეშიძე

სტუმარი: მამუკა არეშიძე – ექსპერტი კავკასიის საკითხებში;

ვახტანგ ყოლბაია -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი(სატელეფონო ჩართვა) ; ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (სატელეფონო ჩართვა)