პიკის საათი - გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
პიკის საათი - გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში – ბოლო ორი წლის განმავლობაში წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს. ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათაგამო, აღიარება მოიპოვა.

სატელეფონო ჩართვა: მანონ ბულისკერია – პოეტი, მხატვარი , აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე.

წამყვანები: ეკა ტალახაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: