ღია სტუდია -  სააფთიაქო ნარკომანია
ღია სტუდია - სააფთიაქო ნარკომანია

ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვა და უკონტროლო რეალიზაცია აფთიაქებში. რა მასშტაბის პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, როგორ ებრძვის მას სახელმწიფო და რატომ არ გვაქვს ხელშესახები შედეგები. რატომ არ მუშაობს ქვეყანაში 2013 წლიდან ამოქმედებული სარეცეპტო რეფორმა, ვინ არის პასუხისმგებელი აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე. როგორია სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტატისტიკა.

სტუმარი: კოკა ლაპარყავა – “ნარკომომხმარებელთა საქართველოს ქსელის” წარმომადგენელი, “ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი

“სააფთიაქო ნარკომანია, როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წინა ხელისუფლების დროიდან პრობლემურია. ის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ერთი განშტოებაა. აფთიაქებში ხელმისაწვდომი ამ პრეპარატებით ადამიანები დაინვალიდდნენ. ჯანდაცვის სერვისებსა და სამკურნალო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ამ პრობლემას მეტნაკლებად მოაგვარებს. სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაა საჭირო, რა მიზნითაც შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე ორი წელია წარდგენილია. როცა ვერ ელევი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ეს დანაშაულია.” – განაცხადა კოკა ლაპარტყავამ

სატელეფონო ჩართვა: დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

“ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა შემოვიღოთ. სააფთიქო ნარკომანია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

დატოვე კომენტარი