პიკის საათი - ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი
პიკის საათი - ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი

19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ „შავნაბადას“ ორგანიზებით ტარდება.

სტუმრები: აიშე ოლგუნი და ბურაქ ალქანი მაჭახელას ხეობიდან,

ჯაბა ჯაიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე,

დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: