პიკის საათი -  „გზავნილები“
პიკის საათი -  „გზავნილები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 2019 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქზე მომზადებული ჟურნალების პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალები მომზადდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო კურსს „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით.

სტუმრები: მაია ტორაძე – თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ნინო ჭალაგანიძე – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ტალახაძე, ილია მეგრელიძე და კახა ყიფიანი – სტუდენტები.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: