პიკის საათი - „ამოკი“ ელექტრონული მუსიკის თანხლებით
პიკის საათი - „ამოკი“ ელექტრონული მუსიკის თანხლებით

საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმი „ამოკი“ ვაჟა მარისა და გიო კუჭუხიძის ელექტრონული მუსიკის თანხლებით განახლდა. „ამოკი“ უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაციაა ქართულ კინოში. ფილმი შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით შეიქმნა მთავარ როლში ქართული კინოს ვარსკვლავი – ნატო ვაჩნაძე მონაწილეობს.

სტუმარი: მანანა სურაძე – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

დატოვე კომენტარი