პიკის საათი - „იდენტობა“ - კვალიფიციური რესტავრატორების პრობლემა
პიკის საათი - „იდენტობა“ - კვალიფიციური რესტავრატორების პრობლემა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის დარგში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პროფესიული განათლების საზოგადოებრივ კოლეჯთან თანამშრომლობას იწყებს. ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორ როინ ტაკიძეს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

სტუმარი: ნიკა ანთიძე -კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

როინ (მათე) ტაკიძე – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

დატოვე კომენტარი