საქართველოს მთავრობამ განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ. კანონი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში და პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ეწევიან დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალი. როგორც ირკვევა, ჯერ ცნობილი არ არის როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი, როგორ განისაზღვრება ზარალის მოცულობა და დაზარალებული მწარმოებელი ჩვენს ქვეყანაში და როგორ მიიღებენ დაზარალებული მწარმოებლები კომპენსაციას.
სტუმარი: ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია.