ღია სტუდია - აქციები და კონტრაქციები
ღია სტუდია - აქციები და კონტრაქციები

აქციები და კონტრაქციები რამდენიმე ჯგუფმა გამართა და მართავს, მაგრამ გადაცემის სტუმარმა განმარტა, რომ „ქართული დასი“ და ლევან ვასაძე შემთხვევით აღმოჩნდნენ ერთად აქციაზე და ჯონდი ბაღათურია პირადად ამ აქციამდე არც იცნობდა ლევან ვასაძეს. თვითონ ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგე არ არის, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ კანონში გარკვეული ცვლილებები აუცილებლად შესატანია. მან იცის, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას აზრი არ აქვს და მისი აზრით, საჭიროა კონსერვატიული, ტრადიციული ძალების კონსოლიდაცია უკვე შემდგომი მოწვევის პარლამენტში უკვე ამის შემდეგ გარკვეულ ცვლილებებზე საუბრის დაწყება.

სტუმარი: ჯონდი ბაღათურია„ქართული დასის“ ლიდერი.