ღია სტუდია - პროპორციული არჩევნები საქართველოში 2020 წელს
ღია სტუდია - პროპორციული არჩევნები საქართველოში 2020 წელს

პროპორციული სისტემით ირჩევა პარლამენტები, პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში არ იყოს ერთი დომინანტი პარტია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს ყველა საღი აზრის გათვალისწინებით. ეს გზა აირჩიეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ამიტომაც არიან წარმატებული. ჩვენთან კი,წლების განმავლობაში ხან მოქალაქეთა კავშირი იყო პარლამენტში 90%ით, ხან ნაცმოძრაობა 80%ით, ხან ქართული ოცნება 80% ით. ეს პროგრესის შემაფერხებელია. კარგია, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ჩვენც გადავწყვიტეთ, თუმცა, ამ სისტემის შემოღებას ხისტად აფასებს ნაციონალური მოძრაობა,ვინაიდან პარტიის ლიდერებმა იციან, რომ 2020 წლის პარლამენტში ნაცმოძრაობა ვეღარ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა.