ღია სტუდია -  „არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაცია
ღია სტუდია -  „არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაცია

პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უდიდესი ნაწილი, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა მმართველი პარტიის წინადადებას – 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამ წუთებში შერატონ მეტეხი პალასში იწყება ამ შეთავაზების პრეზენტაცია და უმოკლეს ვადებში გაიმართება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რასაც უნდა მოჰყვეს კომისიის შექმნა და ეს კომისია წარმოდგენილ წინადადებას მისცემს კანონ-პროექტის სახეს (თუ რასაკვირველია, მოხდება შეთანხმება ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით). ჩნდება შესაძლებლობა, რომ 2020 წელს არჩევნები საქართველოში პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

სატელეფონო ჩართვა: კოტე ჩოკორაია – კონსტიტუციონალისტი, მამუკა კაციტაძე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი.